კომბინატის დასახლებაში, შინდისის 11 ნომერში მდებარე ოთხ სართულიან კორპუსში მცხოვრები 80-მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს. გაუსაძლის პირობებში მცხოვრებლები ამბობენ, რომ შენობა ამორტიზებულია და აგურ-აგურ ყოველდღიურად იშლება. შენობის რეაბილიტაციის გარდა, მოსახლეობა საკანალიზაციო სისტემის პრობლემაც აწუხებს.
|