სექტემბრიდან სკოლებში იაკობ გოგებაშვილის დედა ენა ბრუნდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი:
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი და განათლებისა და კიდევ ბევრი რამის მინისტრი მავნებლობას ჩადიან, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ. ენა ყოველღიურად იცვლება და ბავშვმა თანამედროვე ენა უნდა ისწავლოს. დაბრმავება არ იკმარეს და ახლა ჩვენს შვილებს დამუნჯებას უპირებენ. ბატონო ლინგვისტებო, მეცნიერებო, ამოიღეთ ხმა ამ უვიცობის წინააღმდეგ!“, - წერს ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.