მეუფე სპირიდონის პოლიტიკური ქადაგება

მეუფე სპირიდონი ღმერთს ვლადიმერ პუტინის შენდობას სთხოვს. სხალთის მთავარეპისკოპოსი ამბობს, რომ რუსეთი ღმერთის გზაა და ის პოლიტიკა, რასაც ამ ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ატარებს საქართველოსთან დაკავშირებით, ღმერთის ნაკარნახევია. 

„სახელმწიფოს მეთაურმა, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, მართლმადიდებელი ქვეყნის, განაცხადა ასეთი რამე, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არასდროს არ ყოფილა ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაშიო. საერთოდ, ქართველებსო ჰქონდათ თუ არა დამოუკიდებლობაო ესეც... რა თქმა უნდა, ეს, ესე არ არის. ღმერთმა არ ქნას. მაგრამ მე გეტყვით თქვენ, ეს მისი განცხადებები შედეგია ჩვენი ცოდვების.

ორი სისტემა ებრძვის ერთმანეთს. ერთია დასავლური სისტემა, მეორე აღმოსავლური, რუსული სისტემა. ერთი სისტემა აკანონებს იმ გათახსირებას, უბედურებას, ერთსქესიანთა ქორწინებას… მეორე სისტემა ამას ეწინააღმდეგება. ერთი სისტემა ზნეობას ეწინააღმდეგება, მეორე შეძლებისდაგვარად ცდილობს, რომ ის კანონმდებლობის დონეზე დაიცვას… დედაღვთისმშობლის არის საქართველო და შენ ამ ჯოჯოხეთში არ გაგიშვებს. ის ნატო და ევროკავშირი, ეს არის ქვეყნები რომლებიც ამ გათახსირებას აკანონებენ. იძახიან ოკუპანტი, ოკუპანტი რუსეთიო. ფარისევლობაა, თურქეთი ორჯერ მეტი ოკუპანტი არ არის? ორჯერ მეტი ტერიტორია აქვს წაღებული. რატომ იმას არ ეძახი? შენ არ გაინტერესებს ეს. შენი მიზანი სხვა არის. იგივე არ არის, აგერ ყველაზე ძვირფასს გედავებიან დავით გარეჯს. შემოდიან და უნდათ რომ ეს წაიღოს აზერბაიჯანმა. თუ შენ იძახი რომ ოკუპანტი, ოკუპანტიო, აგერ გართმევს, ის არ არის ოკუპანტი?! გვეყოფა ეს ფარისევლობა ძმებო და დებო. ჩვენ უნდა მოვიდეთ ეკლესიაში.ესეთი ამოკვიატება ქვეყნის, ისტერიული და ვაკხანალიური გინება რუსეთის და ა.შ. ეს მიმართულია პირდაპირ მართლმადიდებლობის დანგრევისკენ და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ,”- განაცხადა მეუფე სპირიდონმა. 

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031