გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ქ. კასპში კოსტავას, მირიან მეფის, აღმაშენებლის, კოჯრის, ჯავახიშვილის, ყაზბეგის და მიმდებარე ქუჩებზე, ხოლო 12:00-დან 14:00 საათამდე კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხოვლე, კასპის ზემო ხანდაკი, სასირეთი, დოესი, ფაშიანი და მიმდებარე სოფლებს.

14:00-დან 18:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ დაბა აგარას და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებს ქვენატკოცა, შაქშაქეთი, ფცა, მოხისი, არადეთი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ივლისი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234