"ადამიანმა ადამიანის ადამიანობის იმედი დაკარგა!"

მღვდელი, გიორგი კარელიძე, რომელიც გორის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში მსახურობს სოციალური ქსელის საშუალებით აზრს გამოთქვამს და ფიქრობს, რომ დღეს ადამიანები თამაშს დაეჩვივნენ, რაც ძალიან დამღლელია, რომ დღეს ადამიანი ვეღარ არის გულწრფელი, რომ დღეს ყველას საკუთარი ცხოვრება ადარდებს და სხვისთვის აღარ აქვს დრო მორჩენილი და რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ასეთ მდგომარეობას ვეღარ გადაიტანს.

"რა სჭირს დღევანდელ ადამიანს?

შინაგანი კრიზისი!
შინაგანი დაპირსპირება!
შინაგანი გაორება!...
სხვაა ადამიანი შინაგანად მაგრამ, სხვადასხვა მიზეზის გამო სხვანაირად ავლენს საკუთარ თავს საზოგადოებაში!
ეს ორი ადამიანი ბრძოლობს ადამიანს, ამ ბრძოლითაა დაღლილი ადამიანი, უნდა იღიმოდეს როცა არ ეღიმაბა, უნდა გლოვობდეს როცა არ ეგლოვება, თამაშს დაეჩვია ადამიანი და ეს თამაში უზომოდ ღლის მას.
ამ დაღლილმა ადამიანმა კი არ იცის რა გზას მიმართოს და ხშირად უშვებს გამოუსწორებელ და ყველასათვის დიდი ტკივილის მომტან შეცდომას....

გამოსავალი არის ადამიანო, არ გააკეთო ეს!!!

გულწრფელი არაა ან ვერაა ადამიანი. ადამიანმა დაკარგა ადამიანის იმედი და ნდობა. ადამიანი დარჩა მარტო შინაგანათ, მიუხედავად ფიზიკური ერთობისა.

გაიგებ ხსირად: იცი რა კარგი ადამიანი იყო! იცი რა კეთილშობილი! აბა რა დაემართა?! რატომ ჩაიდინა ეს საშინელი რამ (თვითმკვლელობა)!? პასუხი? იმ დღეს ერთი ასეთი პიროვნების დატოვილ წერილში ამოვიკითხე: დავიღალე! ვეღარ ვუძლებ!

მას მერე ვფიქრობდი და ჩემებური დასკვნა გავაკეთე: "ადამიანმა ადამიანის ადამიანობის იმედი დაკარგა!ყველას მისი ცხოვრება აქვს მოსაწყობი, სხვისთვის არ სცალია!"

ეს პატარა ქვეყანა, ჩვენი სამშობლო ასეთ მსხვერპლს ვერ გაუძლებს. დავეხმაროთ ერთმანეთს, მოვუსმინოთ ერთმანეთს, გადავარჩინოთ ერთმანეთი. მივცეთ იმედი რომ, რაც არ უნდა უჭირდეს და ვერ უძლებდე ამ ცხოვრებისეულ ზეწოლას ჩვენ შენს გვერდით ვართ!!!

მივცეთ საშვალება ადამიანებს გულწრფელად საკუთარი გასაჭირის ამოთქმისა გულწრფელი დამოკიდებულებით მათ მიმართ. ნუ ფიქრობთ რომ ეს სხვისი საქმეა, ადამიანი შენს გვერდით მყოფი შენგან ელოდება ამას. ნუ გაგზავნი სხვასთან, გზაში შეიძლება შეცდეს გადაღლილი.

"ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი" (პავლე მოციქული)

P. S. თუ ვინმეს რამე მოსაზრება გაქვთ ეს როგორ გავაკეთოთ, რა არის საჭირო, ვიფიქროთ ამაზე ძალიან გთხოვთ. ბევრი კეთილშობილი ადამიანი დავკარგეთ ამ მიზეზით, ჩვენი უყურადღებობით"- მიმართავს ადამიანებს.

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345