ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების
გამო 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება
12:00-დან 18:00
საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში
ვარიანი, საქაშეთი, აშენდა, ახალდაბა და მიმდებარე სოფლებს. 15:00-დან 20:00
საათამდე - სოფლებს ქვედა ხვითი, ზემო ნიქოზი, ნიქოზი, ფხვენისი,
შინდისი და მიმდებარე სოფლებს. 15:30-დან 18:30
საათამდე - აბონენტებს კარალეთში, გორი-ცხინველის გზატკეცილზე
და მიმდებარე ტერიტორიას. 15:30-დან 18:30 საათამდე - სოფლებს ახალდაბა, ორთაშენი, თედოწმინდა და მიმდებარე სოფლებს.
11:00-დან 18:00 საათამდე - კასპის მუნიციპალიტეტის
სოფლებს აღაიანი, საქადაგიანო, კომუნა, ოკამი, ხიდისყური. 12:00-დან 13:00
საათამდე - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებს ლამისყანა, ფერმა,
თეზი, ხვითი და მიმდებარე სოფლებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე
ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.