კასპის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. "დიანიუსის" ინფორმაციით, სოფელ ლამისყანის თემში, ხვითსა და თვაურებში სეტყვა 5 წუთუთის განმავლობაში გაგრძელდა. 60-ამდე ოჯახს სასოფლო სამეურნეო სავარგულები და ვენახი დაუზიანდათ. კასპის მერის თქმით, რეგიონში უკვე შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია.
|