ხელოვნური ტბა, ამფითეატრი, მედიათეკა, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული სივრცე, 40 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი, გაიხსნება მდინარე მტკვრის სანაპირო, სადაც ეკო ხიდი მოეწყობა. პარკის ტერიტორიაზე ჯამში, დამატებით 752 ახალი მცენარე გაშენდება -ეს იმის არასრული ჩამონათვალია, რაც სატენდერო პირობებით, თბილისში დიღმის ტერიტორიაზე ულამაზესი პარკის მოსაწყობად იქნება გათვალისწინებული. თბილისის მერიამ დიღმის ჭალების მოწყობის მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 14 851 039 ლარს შეადგენს. აღნიშნული პარკი დედაქალაქს 2020 წელს დაამშვენებს.
|