"მოვიპოვეთ მტკიცებულება, როგორ ურტყამს მიხეილ კალანდია რკინის საგანს სარალიძეს"
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში "პირისპირ" ხორავას ქუჩის საქმეზე დეტალურად ისაუბრა სადაც აღნიშნა, რომ მათ უკვე ჰქონდათ მოპოვებული მტკიცებულება იმის თაობაზე, თუ როგორ ურტყამდა რკინის საგანს  დავით სარალიძეს. "ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელიც დღეს სასჯელს იხდის და მისჯილი აქვს შესაბამისი სასჯელი, მხოლოდ დასკვნით ეტაპზე პირდაპირ თქვა, პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას, რომ მე დავინახე როგორ ურტყამდა კალანდია მუშტს დავით სარალიძეს და მას სავარაუდოდ ხელში რაღაც ეკავა. ეს იყო კიდევ ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, რომ ჩვენ საფუძვლიანი ეჭვი გაგვჩენოდა და რა თქმა უნდა, გამოძიების დაწყებისას ახალ საქმეზე და მიმდინარეობის პროცესში ჩვენ ეს ეჭვი გვქონდა და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებოდით ყველა საგამოძიებო მოქმედების გზით, რათა მოგვეპოვებინა მტკიცებულებები მიხეილ კალანდიასთან მიმართებაში" - აღნიშნა ბორცვაძემ. გარდა ამისა, შსს-ს წარმომადგენელმა, იმაზეც ისაუბრა თუ რატომ დაჭირდა ამდენი დრო საქმის გამოძიებას და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მიზეზი თანასკოლელებისა და თვითმხილველების გამოძიებასთან არ თანამშრომლობა ან უბრალოდ მათი ცრუ ჩვენება იყო. "გარდაცვლილი ბავშვების, მოზარდების თანასკოლელები არ თანამშრომლობდნენ. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ახალი გამოძიების ფარგლებშიც, პირველ ეტაპზე გარკვეული ეჭვები პირადად მეც გამიჩნდა. თავიდან ბოლომდე ვიყავი ამ საქმეში ჩართული მეც და დავრწმუნდი, რომ გარკვეულმა თანასკოლელებმა, ვინც უშუალოდ იქ იმყოფებოდა, არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან. ამავდროულად აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ერთ-ერთი თანასკოლელი რომელმაც თავდაპირველი გამოძიების ეტაპზე ჩვენება მისცა, თქვა, რომ დავინახე მიხეილ კალანდია როგორ ურტყამდა მუშტს დავით სარალიძეს - სასამართლოში დაკითხვისას ესეც აღარ დაადასტურა და თქვა, რომ ეს გარემოება არ დაუნახავს. ეს ადამიანი ჩვენ ახალი გამოძიების ფარგლებში მივეცით პასუხისგებაში და დღეს უკვე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი ცრუ ჩვენების მიცემისთვის." ვლადიმერ ბორცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ გამოძიება კვლავ გრძელდება და თუ გამოიკვეთება კონკრეტული პირის ბრალეულობა, ვინც არ უნდა იყოს ის, შსს-ს მიერ მყისიერი რეაქციის საფუძველზე მას ბრალი წარედგინება. 

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345