ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა 01.09.2015

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2 სექტემბრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. რომლის თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2 სექტემბერს 2.3644 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.3493 ლარს შეადგენდა, შესაბამისად, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 0.0151 -ით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6633 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6324 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0309 ლარი შეადგინა. 

 

აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345