ქართული ღვინის ექსპორტი გაზრდილია
 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში 33,6 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი მონაცემების მიხედვით  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 87 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 16%-ით მეტია. მსოფლიოს 19 ქვეყანაში ექსპორტირებულია 216,5 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 61% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 572,2 ათას აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 37%).

ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია:

• რუსეთი (21372581),
• უკრაინა (3080562)
• ჩინეთი (2972733),
• პოლონეთი (1540182) 
• ყაზახეთი (1223256)

ოქტომბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123