კრისტინ ლაგარდი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მცხეთას ეწვია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი დირექტორი,  კრისტინ ლაგარდი, რომელიც საქართველოს 19 მაისს ესტუმრა,  ვიზიტის ფარგლებში მცხეთას ეწვია, სადაც ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი მოინახულა.

მცხეთაში ლაგარდი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან ერთად იმყოფებოდა.  შესაბამის ფოტოებს საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, სტუდენტებს, ახალგაზრდა მეწარმეებსა და ლიდერ ქალბატონებს შეხვდა.

აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345