"მავთულხლართების აღმართვა მოსახლეობის გაყოფას ემსახურება- ეს უნდა შეჩერდეს" - ბრიტანეთის ელჩი

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი გუგუთიანთკარში რუსული მავთულხლართების გავლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ეს უნდა დამთავრდეს“.

როგორც ჯასტინ მაკენზი სმიტი სოციალურ ქსელში წერს, რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წლის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენას.

„დღეს საქართველოში, გუგუთიანთკარში რუსული მავთულხლართების აღმართვა გრძელდება. ეს სხვას არაფერს ემსახურება, თუ არა ოჯახებისთვის სირთულეების შექმნას და ადგილობრივი მოსახლეობის გაყოფას. ეს უნდა შეჩერდეს. ბავშვები რუსული მავთულხლართების გვერდით ცხოვრობენ, რომლებიც მოსახლეობას ჰყოფენ, მაგრამ როდესაც ისინი საუბრობენ თავიანთ მომავალზე, ეს მავთულხლართები ქრება. რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წლის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენასა და მშვიდობიან მომავალს ყველასათვის“, - აცხადებს ჯასტინ მაკენზი სმიტი.

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345