გახარიას გადადგომის მოთხოვნით 20 სექტემბერს „ქუდზე კაცს დავუძახებთ" - გიგა მაქარაშვილი

მთავარი თარიღი იქნება 20 სექტემბერი, თუ მანამდე გაქაჩა ამ მთავრობამ გახარიას ზურგით თრევა, მერე უბრალოდ მოუწევს ხელიდან გაშვება, - ამის შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორმა, სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, 1-2 სექტემბრიდან მასშტაბური აქციის ფორმატზე გადავლენ, ხოლო 20 სექტემბერს „ქუდზე კაცს დაუძახებენ“.

„20 სექტემბერი იქნება 3 თვე გავრილოვის ღამიდან, სამი თვეა „სირცხვილია“, თუმცა მანამდე იქნება მთელი რიგი ამბები, მათ შორის რეგიონებში გასვლები. ყველა ქალაქსა და სოფელში ვაპირებთ ჩასვლას, რომ იქ კარდაკარ მივიტანოთ ამბავი. განა ის, რომ რაღაც პოლიტიკური ჯგუფი ვართ, რომელსაც ხმა გვინდა, მოგვცენ. უბრალოდ ჩვენ აქ ვდგავართ ამდენი ხანია, ვიძახით, რომ ამას ვაპროტესტებთ და ეს გვინდა, რომ მოხდეს და ასე ვაპირებთ. ვფიქრობთ, რომ ქალაქი თბილისი, რომელიც ფაქტობრივად, მესამედზე მეტია რაოდენებით მთელ ქვეყნის თუ მეტი არა, საკმარისი არ არის, რომ ქვეყნის მთავარი ამბები გადაწყვიტო. იმიტომ, რომ სულ ეს პრობლემა იყო, შიგნით პატარა ვიწრო წრეში წყდებოდა და მერე უკვე გადაწყვეტილი ამბავი გადიოდა რაიონებში,“ - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031