„კაცი, რომელმაც წერა კითხვა არ იცის წესიერად, ქვეყანას ჯიბეში ვერ ჩაისვამს“ - ბერძენიშვილი ივანიშვილზე

„რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი ხელისუფლების სამ მთავარ პრობლემაზე საუბრობს და მათთვის რჩევის მიცემაზე უარს ამბობს.

„მთავრობის პირველი პრობლემა გიორგი გახარიაა მისი გადაყენება ახალგაზრდების მოთხოვნაა. ახალგაზრდების, რომელთა დაწყნარების გარეშეც ქვეყანაში წესრიგი არ იქნება. დღეს, ახალგაზრდები არიან საქართველოს მომავალი. საქართველოს მომავალი ბიძინა ივანიშვილი და ჩემი ხნის ხალხი არ არიან. ამიტომ, გახარიას გადაყენება არის აუცილებებლი და სასწრაფო

რეპრესიები არავის გაუვიდა საქართველოში. იმის დამტკიცება, რომ სახელმწიფო გადატრიალება ხდებოდა 20 ივნისს, ამას ვერ შეძლებდა სტალინი თავისი რეჟიმით და მითუმეტეს, ბიძინა ივანიშვილი. გავრილოვის ჩამოსვლის პირველივე წამში უნდა გადაეყენებინათ პარლამენტის თავმჯდომარე და ყველაფერი დამთავრდებოდა. მაგრამ ხელისუფლებაში ტვინი არ აქვთ.

არის დაპირება, რომ ისინი გადავლენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, მაგრამ იმ დროს, როდესაც მთავარ ოპოზიციურ პარტიას ეკამათები სასამართლოებში, აკავებ და აპატიმრებ, რა შეთანხმებაზე შიძლება იყოს საუბარი.

როდესაც ხელისუფლებამ ერთპარტიული ხელისუფლება ჩამოაყალიბა, მაშინ დაუშვა მთავრი შეცდომა. ამის შემდეგ დაიწყო გადახრა რუსეთისკენ. ეს შეცდომა აღარ არის, ეს დანაშაულია. ბიძინა ივანიშვილი გადაიხრება ხან ზევით, ხან ქვევით, ხან დასავლეთისკენ და ხან ჩრდილოეთისკენ. იმის მიხედვით, ვინ იქნება მისი მილიარდების დაცვის გარანტი.

ბიძინა ივანიშვილს უნდა იყოს დე გოლი, ან სტალინი, მაგრამ არის ბიძინა ივანიშვილი. ეს არის პრობლემა. მან იმაზე მეტი გადაყლაპა, ვიდრე შეუძლია. კაცი, რომელმაც წერა კითხვა არ იცის წესიერად, მთელ ქვეყანას ჯიბეში ვერ ჩაისვამს.- აცხადებს ლევან ბერძენიშვილი „პრაიმტაიმთან".

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345