"ხანდახან ოჯახშიც ჭამე საჭმელი და დაზოგე ბიუჯეტის თანხა" - გოგი წულაია

"თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გოგი წულაიას ინფორმაციით, ქუთაისის მერიამ წელს სარესტორნო მომსახურებისთვის 87 112 ლარი დახარჯა.

მისი თქმით, გაზრდილი წარმომადგენლობითი ხარჯები არის ლარის გაუფასურების ერთ-ერთი ფაქტორი. წულაია მოუწოდებს მთავრობას, დაანონსებული „ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა რეალურად ამოქმედდეს.

„წელს, ექვსი თვის მონაცემებით, მერიამ სარესტორნო ხარჯებზე 87112 ლარი დახარჯა. მოვუწოდებ მერს, ხანდახან ოჯახშიც ჭამე საჭმელი და დაზოგე ბიუჯეტის თანხა. ასევე მოვუწოდებ ხელისუფლებას, კეთილი ინებეთ და დაანონსებული ქამრების შემოჭერის პოლიტიკა დაიწყეთ და წარმომადგენლობითი ხარჯები შეამცირეთ, თორემ ლარის გაუფასურებას არ შეაჩერებს არაფერი და ეს იქნება ქვეყნის დასასრული, თანხები დახარჯულია ფორუმებზე და ღონისძიებებზე და რეალურად საქმე არ კეთდება", - განაცხადა გოგი წულაიამ.

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345