ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე მის სახლთან მიმდინარე აქციას ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას უწოდებს

ჟურნალისტ ეკა კვესიტაძისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, შოთა უტიაშვილის საცხოვრებელ სახლთან ახალგაზრდები აქციას მართავენ.

როგორც კვესიტაძე სოციალურ ქსელში წერს, აქციას განიხილავს, როგორც ხელისუფლების ზეწოლას მის, როგორც "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის მიმართ.

კვესიტაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს რეაგირებისკენ მოუწოდა.

"მეგობრებო, რაც ახლა ჩემს სახლთან ხდება, ვითომ ჩემი ქმრის სტატუსის გამო, პირდაპირ განვიხილავ როგორც ხელისუფლების პირდაპირ ზეწოლას ჩემი, რუსთავი 2 ის ჟურნალისტის მისამართით - საერთოდ არაფერი აქვს საერთო ამას შოთას სტატუსთან, ამას აქვს საერთო ჩემს რუსთავი 2-ში დარჩენასთან - თუ ვინმე ამ ხელისუფლებაში ფიქრობს, რომ ასე გამტეხავს ძალიან ცდება. გთხოვთ მოახდინოთ რეაგირება და განსაკუთრებით სახალხო დამცველს გთხოვ შეატყობინე საელჩოებს", - წერს კვესიტაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ შოთა უტიაშვილმა სოციალური ქსელით განაცხადა, რომ „აგვისტოს ომმა, თავისი ყველა პლიუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. თითქმის ათი წელი, რუსეთი ვერ ახდენდა ჩვენზე, ფაქტობრივად, ვერანაირ ზეწოლას. იცოდნენ, რომ საქართველოს დაჩმორება იოლი არ იქნებოდა.“ მის განცხადებას ახალგაზრდების ჯგუფი გამოეხმაურა, გორელმა პაატა მაჩიტაძემ შინდისის გმირთა მემორიალთან ვიდეო მიმართვა ჩაწერა, სადაც უტიაშვილს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა და მის სახლთან აქციის გამართვა დაანონსა. 

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031