"რუსთავი 2" რუსეთიდან ფინანსდება" - თინა კანდელაკი

ტელეწამყვანმა და პროდიუსერმა, თინა კანდელაკმა რუსული ტელეარხის, “რასია24–ის“ გადაცემაში, საქართველოს შესახებ დებატებში მიიღო მონაწილეობა.

კანდელაკის აზრით, მთავარი პრობლემა ქართული ნაციონალიზმი და პოლიტიკური ექსტრემიზმია, რომელიც ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებიდან იღებს სათავეს.

“ საქართველო უკვე არაერთი ათწლეულია პოლიტიკური ექსტრემიზმის მძევალი გახდა. ამ ექსტრემიზმით და ტერორიზმით საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია დაკავებული. ადამიანი, რომელმაც უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. ცოტა ხნის წინ ამ ადამიანს არც უკრაინის მოქალაქეობა ქონდა, რომელიც ჩამოართვეს. მიიღო ცხოვრების უფლება მაიამიში, სადაც უძრავი ქონებაც შეიძინა და როგორც იცით, ვლადიმირ ზელენსკიმ მას უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. ამ ძალას, სააკაშვილის ძალას, ნაციონალებს, რადიკალებს საკმარისი დაფინანსება აქვს, სამწუხაროდ არა მხოლოდ ამერიკული. ტელეარხი რუსთავი2 სამწუხაროდ პირდაპირ ფინანსდება ბიზნესმენის მიერ, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს– კობა ნაყოფიას მიერ, რომელიც მიხეილ ნიკოლოზის ძის საფულეა. მინდა ერთი მარტივი კითხვა დავუსვათ საკუთარ თავს. ნუთუ არ შეგვიძლია, ყველა კეთილი ნების ადამიანი გავერთიანდეთ და როგორმე მივმართოთ უკრაინის პრეზიდენტს,რომ ბოლოს და ბოლოს დააკმაყოფილოს საქართველოს პროკურატურის თხოვნა გადასცეს პოლიტიკური დამნაშავე, ადამიანი, რომელსაც ბრალი ედება მკვლელობებში ბიუჯეტის ხარჯვაში . ჩემი აზრთი ეს იქნება რუსეთ–საქართველოს შორის ურთიერთობების ახალი ფურცლის დასაწყისი"– განაცხადა თინა კანდელაკმა.

 

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345