"მეტი ტვინი არ აქვს ამ ბიძინა ივანიშვილს, სერგო ორჯონიკიძის ღირსეული მემკვიდრეა"

შსს-მ ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტი დაიბარა გამოკითხვაზე. შსს-ს ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სამინისტროში გამოკითხვაზე დღეს არიან დაბარებული. უწყების ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლების შსს-ში გამოკითხვაზე დაბარება 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება.

20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე დაიკითხა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე.

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენელი გუბაზ სანიკიძე შსს-ში იმყოფებოდა და უწყებას განცხადებით მიმართა, რომ მისი დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოხდეს. სანიკიძემ განაცხადა, რომ გამოძიებას არ ენდობა.

„გუშინ ვიხილეთ შს მინისტრის კატასტროფული გამოსვლა, პრინციპში აღიარებითი ჩვენება. მაქვს უნდობლობა საგამოძიებო სტრუქტურების მიმართ. რაც შეეხება გამოკითხვას, რასაც შემეკითხებიან, პასუხს გავცემ იმის შესახებ. ვერ ვივარაუდებ, რა დააინტერესებთ. ფაქტია, რომ რეპრესიებია დაწყებული საქართველოში. აქციის მონაწილე ხუთი კაცია დაპატიმრებული, პოლიტიკური პატიმრები გვყავს 20 ივნისთან დაკავშირებით. ამიტომ, მეტი ტვინი არ აქვს ამ ბიძინა ივანიშვილს, სერგო ორჯონიკიძის ღირსეული მემკვიდრეა და ჰგონია, რომ შეგვაშინებს, ბიძინას შეშინებული არ გაიშვას. თვითონ კურდღელია და სხვაც კურდღელი ჰგონია“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, მას ბრალდებულის სტატუსიც მიენიჭოს.

„რასაც უნდა, იმას შეკერავენ, მაგრამ ძალიან ძვირად დაუჯდებათ. ეს ხელისუფლება წითელ ხაზებს გადავიდა, როცა ქართველი ახალგაზრდების სისხლი დაღვარა 20 ივნისს. ამიტომ, ახლა სტატუსი ასეთია – ქართველ ხალხსა და ბიძინა ივანიშვილს შორის არის სისხლი და ვინც ქართველების სისხლი დაღვარა, ყველა ხელისუფლება სად ბრძანდება, კარგად ვიცით“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.


ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031