"ჩვენი წყალობით არსებობს მსოფლიო რუკაზე ეს ორი ბოროტი ინვალიდი - უკრაინა და საქართველო"
რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერი პეტრ ტოლსტოის განცხადებით გიორგი გაბუნიას განცხადება ბუნებრივი გაგრძელებაა იყო იმ მოვლენების ჯაჭვის რაც გავრილოვზე თავდასხმით დაიწყო და ანტირუსული ისტერიით დასრულდა. ტოლსტოიმ განვითარებულ მოვლენებს “ფინიების უძლური გაბრაზების კულმინაცია“ უწოდა და განაცხადა რომ ამ თავხედობის იგნორირება არ შეიძლება. რუსეთის დუმის ვიცესპიკერმა საქართველო და უკრაინა ბოროტ ინვალიდებად მოიხსენია:

„არ შეიძლება ეს ასე დავტოვოთ და ვთქვათ: ხო, კარგი არაუშავს, მოდი ისევ მხარი დავუჭიროთ და ლობიოც ერთად ვჭამოთ... ასეთ პოლიტიკას მივყავართ იქამდე რაც ახლა ხდება... ბოდიში მოსახდელია არა სიტყვისა და ტონის გამო, არამედ აზრის და რიტორიკის გამო, რუსეთისა და პრეზიდენტის მიმართ... იმიტომ რომ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წყალობით არსებობს მსოფლიო რუკაზე ეს ორი ბოროტი ინვალიდი - უკრაინა და საქართველო. დიახ ისინი ასეთები არიან, ისინი ბოროტებით ინთებიან.“- განაცხადა ტოლსტოიმ.
ნოემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301