20 ივნისს დაზარალებული სამართალდამცავის მეუღლე ე.წ. "პოსტს" აქვეყნებს

ახალგაზრდა სამართალდამცველის, გია ჯალაღონიას მეუღლე თამუნა ქობალია სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს და შს მინისტრ გიორგი გახარიას მოუწოდებს, არ გადადგეს!

გია ჯალაღონის ერთ-ერთი ის ადამიანია, ვისაც 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილის ნასროლმა ქვამ თვალი დაუზიანა.

“ახლა ერთი ძალიან მაგარი ამბავი მინდა გაცნობოთ. ბ-ნი მინისტრის, გიორგი გახარიას ბრძანებით, გია საზღვარგარეთ წაიყვანეს სამკურნალოდ. ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტია. ნახევარი საათია რაც გავაცილეთ მე და პატარა ლილუმ მამიკო. მადლობა ბ-ნ მინისტრს გულისხმიერებისთვის და ასეთი საჩუქრისთვის.

კითხვაზე, გადადგეს თუ არა მინისტრი გახარია? მსურს მოგახსენოთ, რომ კითხვაც კი დანაშაულია. ბ-ნი გიორგი ყველაზე კვალიფიციური კადრია. ის ერთ-ერთი ძლიერი საყრდენი ძალაა სახელმწიფოსი. ამიტომაც ებრძვიან მავანნი.

ბ-ნო გიორგი, მოგმართავთ, როგორც ერთი დაზარალებული სამართალდამცავის მეუღლე, არ გაბედოთ გადადგომა! სწორედ რომ თქვენ უნდა გამოიძიოთ საქმის ყველა დეტალი და თითოეული დამნაშავე უნდა იქნეს დაკავებული, ვინც არ უნდა იყოს ეს! მე და ჩემს ოჯახს გვსურს მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში,” – წერს პოლიციელის მეუღლე.

 



ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031