თბილისმა რუსეთს ოფიციალური ბოდიში უნდა მოუხადოს მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილე რუსი დელეგატების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების გამო, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა.
მან ასევე მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ოფიციალური საერთაშორისო ღონისძიება ქვეყანაში ურთიერთდაპირისპირების გასამწვავებლად გამოიყენეს.
მისი თქმით, საქართველომ არეულობის პერიოდში თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი სახის საერთაშორისო ღონისძიების ჩატარებისგან.
ამასთანავე, ის ასამბლეიდან საქართველოს გარიცხვის წინააღმდეგ გამოვიდა.
„ჩვენ არ უნდა შევლახოთ ქართული მართლმადიდებლობის ინტერესები, პროვოკატორების ქმედებები საქართველოს მტრებს ხელს აძლევს“, - განაცხადა რუსმა დეპუტატმა.