სპეცრაზმელი, რომელიც კადრში ოპერატორს უმიზნებს და რა აკავშირებდა მას ბაჩო ახალაიასთან
ფე­ის­ბუქ­ში" ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი, რო­მელ­ზეც ჩანს სპეც­რაზ­მე­ლი ცრემლსა­დე­ნი გა­ზის ია­რა­ღით, რო­მელ­საც ოპე­რა­ტორს უმიზ­ნებს. "რუს­თა­ვი 2"-ის ოპე­რა­ტო­რის მიერ გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში ნათ­ლად ჩანს სპეც­რაზ­მე­ლის სახე, რად­გან მას ნი­ღა­ბი არ უკე­თია. სპეც­რაზ­მე­ლი სი­ცი­ლით უმიზ­ნებს ია­რაღს ოპე­რა­ტორს და მას შემ­დეგ, რაც გვერ­დით მდგო­მი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ია­რაღს გა­ა­წე­ვი­ნებს, ჰა­ერ­ში ის­ვრის.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კად­რებ­ში ასა­ხუ­ლი მა­მა­კა­ცი ზაზა ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლია. ის შსს-ს მოქ­მე­დი თა­ნამ­შრო­მე­ლია და სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2004 წლი­დან მუ­შა­ობს. ის მო­ნა­წი­ლე­ობ­და 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში და მხარ­ში და­იჭ­რა. ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლი თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის მკვიდ­რია.



AMBEBI.GE-მ მის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პო­ვა. ზაზა ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი ფი­გუ­რი­რებს ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას ერთ-ერთი ბრალ­დე­ბის საქ­მე­ში. კერ­ძოდ, ე.წ. „რე­ინ­ჯე­რე­ბის“ საქ­მე­ზე, რო­მელ­ზეც ყო­ფილ შს მი­ნისტრს ბრა­ლი 2013 წლის 1 მარტს წა­რუდ­გი­ნეს.

ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, 2012 წლის 18 აგ­ვის­ტოს, ანუ მა­შინ, როცა ახა­ლა­ია ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იყო, მან შე­ი­ტყო, რომ შს სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი: თე­ი­მუ­რაზ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი, ზაზა ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლი, მა­მუ­კა ჟვა­ნია, და­ვით ბაგ­რა­ტიშ­ვი­ლი, მი­ხე­ილ ედი­შე­რაშ­ვი­ლი, სამ­ველ ბა­ზო­ი­ა­ნი და არ­სენ მკრტუ­მი­ა­ნი თა­ნა­უგ­რძნობ­დნენ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და მათი დამ­ცი­რე­ბა გა­და­წყვი­ტა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო.

ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ამ გა­ნიზ­რა­ხა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო მათი დას­ჯა-წა­მე­ბა, და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა, რა­საც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­უ­კე­თა ორ­გა­ნი­ზე­ბა. მან ბრძა­ნე­ბა გას­ცა, სას­წრა­ფოდ შე­ეკ­რი­ბათ პირ­ვე­ლი სამ­მარ­თვე­ლოს პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა. ბა­ზა­ზე მის­ვლი­სას, მან და­ამ­ცი­რა ზაზა ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლი - უწო­და მას მო­ღა­ლა­ტე, პინგვი­ნი და პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის გამო მი­ა­ყე­ნა ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა.

ამ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ახა­ლა­ია თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2013 წლის 31 ოქ­ტომ­ბრის გა­ნა­ჩე­ნით ე.წ. „რე­ინ­ჯე­რე­ბის“ საქ­მე­ზე გა­მარ­თლდა. 


ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345