"გავრილოვს არასოდეს აუღია ხელში იარაღი საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად" - საპატრიარქოს პრესსამსახური
საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები სერგეი გავრილოვს შეხვდნენ და მათთან რუსეთის დუმის დეპუტატმა განაცხადა, რომ არასოდეს აუღია ხელში იარაღი საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად:

„გუშინ საპარლამენტო სამიტი გაიხსნა. შეხვედრიდან აღსნიშნავია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, ამჟამად მართლმადიდებლური ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მისასალმებელი სიტყვა იყო უაღრესად ღირსეული.

ბ-ნი ი.კობახიძის სიტყვა შეიცავდა მკაფიო მინიშნებებს, რომ ქვეყნებისათვის მართლმადიდებლობის დეკლარირება არაფრის მომცემია, თუ ერთი მართლმადიდებელი ქვეყანა, ხელყოფს მეორე მართლმადიდებლური ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. და ისეთი ფორმატი, როგორიცაა საპარლამენტო სამიტი, ამგვარი უსამართლობის აღმოფხვრას უნდა უწყობდეს ხელს.

საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები შევხვდით და ვესაუბრეთ თავად ს. გავრილოვსაც. ჩვენის მხრიდან ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველოს ეკლესიისათვის არ არის საკმარისი მოსკოვის საპატრიარქოს მიერ ჩვენი ეკლესიის იურიდიული საზღვრების ფორმალური აღიარება და გადავეცით მთელი მოსახლეობის წუხილი და აღშფოთება, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. მათივე სახელითაც ვთხოვეთ ზოგიერთი განმარტება.

მათ შორის ვკითხეთ, ხედავს თუ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას, იმ მოცემულობაში, როდესაც კრემლმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოები აღიარა.

რუსეთის დუმის დეპუტატმა განგვიცხადა, რომ მას შესაძლებლად მიაჩნია ეს მოხდეს დიალოგის საშუალებით. საუბარში მონაწილეობდნენ მეუფე თეოდორე, მეუფე ანდრია, მეუფე გრიგოლი (კაცია) და მე.

ს.გავრილოვმა საჭიროდ ჩათვალა და ასევე განგვიმარტა, რომ არასოდეს აუღია ხელში იარაღი საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორ ამის შესახებ ვრცელდება ინფორმაციაო.

მიღების დასასრულს უკრაინის ელჩთან გვქონდა საუბარი საერთო სატკივარზე რუსეთის პოლიტიკასთან მიმართებაში.“- წერს ანდრია ჯაღმაიძე. 
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031