"შეუძლებელია პარლამენტს ჰყავდეს ასეთი უღირსი თავმჯდომარე"
ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს. "ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერი საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდა, სადაც ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნით აქცის მიმდინარეობს.
„ერთი წამი ეჭვი არ მეპარებოდა,რომ ირაკლი კობახიძე ვიდრე მორიგ პოლიტიკურ სკანდალში გაეხვეოდა და მორიგ სიბეცეს ჩაიდენდა მას უნდა დაეტოვებინა თანამდებობა. მე ამ საკითხს ვაყენებდი და ახლა კიდევ უფრო პრინციპულად ვაყენებ, უნდა დატოვოს თანამდებობა, შეუძლებელია პარლამენტს ჰყავდეს ასეთი უღირსი თავმჯდომარე, რომელიც ვერ ერკვევა ვინ არის ქვეყნის მეგობარი და ვინ მტრულად განწყობილი,სასწრაფოდ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება,თუ არ მიიღებს ჩვენ უნდა დავიწყოთ იმპიჩმენტის პროცედურა.

ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ ასეთი მგრძნობიარე საკითხებით თამაში არ შეიძლება. არ არის გამორიცხული,რომ თუ ხელისუფლება გონივრულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი დადგეს.

ადრეც ვუთხარი ეს ბიძინა ივანიშვილს, არ შეიძლება ეს ყმაწვილები თამაშობდნენ სახლობანას. კობახიძე უნდა გადადგეს, თუ არადა მაშინ დადგება ცვლილების საკითხი,ცვლილებების აუცილებლობას ვხედავ, ადრე მოხდება თუ გვიან ეს უნდა მოხდეს “-აცხადებს ეკა ბესელია
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345