მსოფლიო ბანკმა მთავრობას კიდევ ერთი სესხი გამოუყო
მსოფლიო ბანკმა საქართველოს მთავრობას კიდევ ერთი სესხი გამოუყო. სასესხო ხელშეკრულების თანახმად ბანკი ჩვენ ქვეყანას 90 მლნ ევროსა და 62 მლნ დოლარას გადასცემს, რაც ძირითადად ორ მიმართულებას განათლებასა და ენერგეტიკის სექტორების განვითარებას მოხმარდება. განათლების მიმართულებით გამოყოფილი 90 მლნ ევროს დაახლოებით 70% ახალი სკოლების მშენებლობასა და ძველი სკოლების რეაბილიტაციას მოხმარდება. ხოლო, რაც შეეხება 62 მლნ დოლარს ძირითადად ელექტროენერგიის გადამცემი ქსელების გაუმჯობესებასა და სახელმწიფო ელექტრო სისტემის ფინანსურ გაჯანსაღებაში დაიხარჯება. სასესხო ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა მოაწერეს.
იანვარი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112