სიტყვიერი დაპირისპირება გორის საკრებულოში
ხმაური იყო დღეს გორის საკრებულოში. დეპუტატების დაპირისპირება ყოფილი ცირკის ტერიტორიის უსასყიდლოდ გასხვისებამ გამოიწვია. ხელისუფლების ოპონენტთა თქმით, ბიზნესმენი, რომელსაც აღნიშნული ნაკვეთი გადაეცემა, მმართველი პარტიის შემომწირველია და ეს გარიგება პარტიული აქტივის გამდიდრებისკენაა მიმართული. თავად ინვესტორი, რომელსაც უძრავი ქონება გადაეცემა, საკრებულოს განკარგულებას სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებად განიხილავს და ყოფილი ცირკის ადგილზე, სასტუმროს აშენებას გეგმავს.
იანვარი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112