ოპოზიცია გორის მერიას და შიდა ქართლის გუბერნიას ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებს
ენმ-ის წევრი გორის მერიასა და შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. კახა ლობჟნიძე საწვავის კოლოსალურ ხარჯებზე საუბრობს და ამბობს რომ დადგენილი ლიმიტები ორივე უწყებაში უნდა შემცირდეს.