"პასპორტი დავუბრუნე, სულ ესაა" - ვლადიმერ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ამბობს, რომ მიხელ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკური გეგმები არ აქვს. ამის შესახებ მან, ტელეარხ „1+1“ ის დილის შოუში განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს პასპორტი უკანონოდ ჩამოართვეს. დაბრუნება კი, უბრლაოდ, ადამიანური მომენტი იყო. 

„გეგმები იყო ძალიან მარტივი, ძალიან ადამიანური - მე ჟურნალისტებს ვუთხარი, რომ ვფიქრობ, მას პასპორტი უკანონოდ ჩამოართვეს-მეთქი. ამიტომ ის მას დავუბრუნე. სულ ესაა. მან მომწერა. სოციალურ ქსელებშიც ავრცელებდა ვიდეოებს. გმადლობ, არაფრის. მე თქვენი მადლიერი ვარ. მწერდა „ვათსაფით“. მადლობა რისთვის? მე ჩემი საქმე გავაკეთე, ჩემი დაპირება შევასრულე. მე ბევრი დაპირება არ მაქვს, მაგრამ მსურს, რომ ისინი შევასრულო,“ - განაცხადა ზელენსკიმ.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო, რის საფუძველზეც მას საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმდა. 2017 წლის ივლისში პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

ვლადიმერ ზელენსკიმ კი, საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიმდინარე წლის 28 მაისს დაუბრუნა.
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345