„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პატიმრობაში მყოფმა დავით კირკიტაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა. როგორც მან აღნიშნა, ის პატივს სცემს პოლიციის ინსტიტუტს. დაცვისა და ბრალდების მხარე საპროცესო გარიგებაზე შეტანხმდნენ და არაა გამორიცხული, რომ მოსამართლემ ის სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლოს. დავით კირკიტაძის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით არის აღძრული, რაც პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას გულისხმობს.
|