"2020 წლისთვის "ქართული ოცნებაც" უნდა დავამთავროთ და "ნაციონალური მოძრაობის" ეს ორი მოღალატე ჯგუფიც!"
2020 წლისთვის "ქართული ოცნებაც" უნდა დავამთავროთ და ნაციონალური მოძრაობის ეს ორი მოღალატე ჯგუფიც!" - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა."ხედავთ რა ხდება საქართველოს პარლამენტში? ხედავთ, რა დონეზე მივედით და მიიყვანა "ქართულმა ოცნებამ" ეს ქვეყანა, რომ უკვე ბოკერიები ამხელენ "ქართულ ოცნებას", გამოდიან და სანდრო გირგვლიანს იცავენ. სამარცხვინოა რაც დღეს ხდება და ქართველ ხალხს მინდა მივმართო და ვუთხრა 2020 წლისთვის ორივე უნდა დავამთავროთ ჩვენ,  "ქართული ოცნებაც" უნდა დავამთავროთ და "ნაციონალური მოძრაობის" ეს ორივე  მოღალატე ჯგუფიც. ბოლო ბოლო ამ ქვეყანაში ჰო უნდა დამთავრდეს ეს სიმახინჯე რაც ხდება პარლამენტშიც და პარლამენტს გარეთაც! დადუმებული რომ სხედხართ "ქართული ოცნების" დეპუტატი კაცები ხმა რომ ვერ ამოგიღიათ, ახია თქვენზე რაც ხდება!.. საქართველოს ხელისუფლებამ ენის კანკალით კი არა, ღირსეულად უნდა დაიცვას ეროვნული ინტერესები, მაგრამ რისი დამცველები ხართ თქვენ?! ქართულ ოცნებას მივმართავ!.. შეერწყით ამ დამნაშავეებს, ჩვენ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეთ, არცევნების წინ გახსენდებათ მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებები და ასეთი ქვეყანა ააშენეთ თქვენ! საერთოდ დაკარგულია ყველანაირი პატივისცემა, ზნეობა, მორალი და რა პარლამენტი ვართ ჩვენ საერთოდ?! ბოკერიას ვიტანთ პარლამენტში. მრცხვენია აქ რომ ვზივარ! გეუბნებით მე თქვენ, ორივეს დაგამხობთ ქართველი ხალხი! 2020 წლამდე თუ მიიტანეთ სული, მადლობა თქვით კიდევ!"-განაცხადა ირმა ინაშვილმა
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345