"სააკაშვილი მოპარულ ფულს აშშ-ში ათეთრებს"

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა, რომ რომ მიხეილ სააკაშვილი მოპარულ ფულს ათეთრებს აშშ-ში

„საზოგადოებამ მოისმინა ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ საუბრობს სააკაშვილის ბიძა მიხეილ სააკაშვილის მრავალმილიონიან სახლზე, რომელიც ფლორიდაში აქვს. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ისინი მოპარული ფულის ასე ვთქვათ, ლეგალიზებას ახდენენ მთელ მსოფლიოში. ეს ძალიან სერიოზული დანაშაულია. აქედან გამომდინარე, ძალიან სასაცილო და შეიძლება ითქვას, უკიდურესად შეურაცხმყოფელია მიხეილ სააკაშვილის ის კონცერტები, რომელსაც ჩვენს ემიგრანტებთან შეხვედრების დროს მართავს და მათგან მიზერულ თანხებს ითხოვს. წარმოიდგინეთ, რამდენად ყალბი ადამიანი შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფიქრობს, რომ ამით შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, როგორც საქართველოს პროკურატურა, ასევე საქართველოს პარტნიორი ქვეყნის შესაბამისი ორგანოები.



სექტემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456