კობახიძე-ალბერტ მერებაშვილი ბადრი ბასიშვილის ზონდერ ჯგუფის წევრია 30.10.2016

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გორის რაიონის სოფელ სობისში 45-ე უბანთან მომხდარი ინციდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების პროვოცირებული იყო.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ალბერტ მერებაშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის ბარი ბასიშვილის ზონდერ ჯგუფის წევრია. „ალბერტ მერებაშვილი, რომელიც არის კინგბოქსიორი, სპორტსმენი და ბადრი ბასიშვილის ზონდერ დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი, მისული იყო საარჩევნო უბანთან. ეს ადამიანი გახლავთ თბილისის კუდ-ის ყოფილი უფროსის რევაზ შიუკაშვილის დის შვილი. თუ რა ტიპის ადამიანებთან გვაქვს საქმე, ეს კარგად წარმოაჩენს, მან მძიმე პროვოკაციაზე სცადა ჩვენი აქტივისტების წამოკიდება.

ჩვენი აქტივისტები მობილიზებული იყნენ საარჩევნო უბანთან. მან სცადა შეურაცხყოფის მიყენება „ქართული ოცნების“ აქტივისტებისათვის. აქ საუბარი იყო გინებაზე ძალიან უწმაწური ფორმით იყო ეს ყველაფერი გამოხატული“, - განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, ფიზიკური დაპირისპირება იყო ორმხრივი და პირველად ალბერტ მერებაშვილმა დაარტყა „ქართული ოცნების“ აქტივისტს. "ინციდენტის დროს დაშავდნენ ადამიანები როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, მათ შორის დაშავდა ალბერტ მერებაშვილი. ამის შემდეგ მერებაშვილის მამა მივიდა ადგილზე, რომელიც შევიდა შელაპარაკებაში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან. მათ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ამის საფუძველზე იმედი შიუკაშვილი არის დაკავებული სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან“, - განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მოუწოდებს პარტიის აქტივისტებს, რომ არ წამოეგონ არც ერთ პროვოკაციას. მისივე თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ სხვა ქალაქებსა და რაიონებშიც დაგეგმილია პროვოკაციების „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან. „ბათუმში კონკრეტული გეგმები მზადდება, ჩვენი ამოცანაა მშვიდ გარემოში ჩატარდეს არჩევნები. არ აყვნენ პროვოკაციებს ჩვენი მხარდამჭერები“, - განაცხადა კობახიძემ.

ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააკავა
ღარიბაშვილი - მე მჯერა, რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს
ცესკოს ინფორმაციით 17 საათის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 39,5% ია
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345