ენმ მცხეთაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს 7.10.2016
მცხეთაში, ბებრის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მცხეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს. ლაშა ფარულავას თქმით, საქართველოს ფოსტის თანამშრომელს მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დიმიტრი ხუნდაძის შტაბის წევრი მანქანით იმ დროს დაეჯახა, როდესაც პარტია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქუჩაში მსვლელობას აწყობდა. ინციდენტის დროს, ფოსტის თანამშრომელმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მისივე თქმით, მომხდარი არ დაუდასტურეს იმ სამედიცინო ცენტრში, სადაც დაშავებული გადაიყვანეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი „ქართული ოცნების“ მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და სამართალდამცველების უმიოქმედობაზეც საუბრობს. ბრალდებებს მალევე უპასუხეს ქართული ოცნების მცხეთის ოფისში. დიმიტრი ხუნდაძემ ფარულავას განცხადებას აბსურდული უწოდა. მისი თქმით, ფოსტის თანამშრომელს მოტოციკლეტი მოუცურდა და ხელი იტკინა. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა მცხეთაში გუშინ მოხდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სდამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. 
ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააკავა
ღარიბაშვილი - მე მჯერა, რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს
ცესკოს ინფორმაციით 17 საათის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 39,5% ია
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345