ქიწნისში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო 6.09.2016
სოფელ ქიწნისში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო. გორის მაჟორიტარობის კანდიდატი მედეა აბაშიძე და მისი ვაჟი წუხელ გვიან ღამით პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, გუშინ სოფელ ქიწნისში ინციდენტი მოხდა, რომელშიც მედეა აბაშიძის ვაჟი მონაწილეობდა. არსებული ინფორმაციით,  მას უცნობი პიროვნება თავს მოულოდნელად დაესხა. მისი ვაჟის ცემის ორგანიზებაში აბაშიძე მის კონკურენტს - „ქართული ოცნების“ გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატს, თეიმურაზ ხუბულურს ადანაშაულებს.
ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააკავა
ღარიბაშვილი - მე მჯერა, რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს
ცესკოს ინფორმაციით 17 საათის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 39,5% ია
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345