წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს საარჩევნო ბლოკი „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო“. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიის ლიდერმა გოგი თოფაძემ, ამჯერად, ხაშურის მოსახლეობას წარუდგინა. სიმონ ნოზაძემ შეხვედრაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა და აქტუალურ პრობლემებზე ისაუბრა. მან მოსახლეობას სამომავლო გეგმები და საარჩევნო პროგრამა გააცნო. სიმონ ნოზაძესთან ერთად, ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას პარტიის სხვა წარმომადგენლებიც გაესაუბრნენ. როგორც მათ განაცხადეს, სიმონ ნოზაძე გამარჯვების შემთხვევაში ხაშურისთვის ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს. საარჩევნო ბლოკი „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას უახლოეს პერიოდში გორში გეგმავს.
|