„პაატა ბურჭულაძე - სახაელმწიფო ხალხისთვის“ გორის ორგანიზაციის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატი მედეა აბაშიძე გუშინ მედიასაშუალებებში გავცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, პარტია აქტივისტებს არ დაუტოვებიათ და პირიქით, ყოველდღიურად ძლიერდებიან. შეგახსენებთ: გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაატა ბურჭულაძის პარტია 25-მდე წევრმა დატოვა. მედეა აბაშიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების იმედით კვლავ უწინდებურად განაგრძობენ წინასაარჩევნო კამპანიას.
|